ფართების რეესტრი
მაღაზია, ოფისი, საწყობი, პარკინგი — ფართობით, საორიენტაციო ქირით და სტატუსით: თავისუფალი თუ გაქირავებული.
კომერციული ფართების იჯარა · Fin Hub-თან ერთად
მაღაზია, ოფისი, საწყობი თუ პარკინგი: ხელშეკრულება ერთხელ შეგაქვთ, ქირა ყოველთვიურად ირიცხება, დავალიანება ჩანს და ბუღალტერი გატარებებს Fin Hub-ში ხედავს.
ინსტალაციის გარეშე · ტელეფონიდანაც · id.eaudit.ge-ის ანგარიშით
ფუნქციები
სასტუმროს სირთულე აქ არ გჭირდებათ: არც კალენდარი, არც მოლარის ცვლა, არც Booking.com. მხოლოდ ხელშეკრულება, ქირა და ფული.
მაღაზია, ოფისი, საწყობი, პარკინგი — ფართობით, საორიენტაციო ქირით და სტატუსით: თავისუფალი თუ გაქირავებული.
მოიჯარე, ვადა (ან უვადო), თვის ქირა, დეპოზიტი. ერთ ფართზე ერთ პერიოდში ორი მოქმედი ხელშეკრულება ვერ გაფორმდება.
ერთი ღილაკით ირიცხება ყველა მოქმედ ხელშეკრულებაზე. არასრული თვე დღეების პროპორციით ითვლება. ერთი და იგივე თვე ორჯერ არ დაირიცხება.
მიღებული ქირა ჯერ ვალს ფარავს, ზედმეტი ავანსად რჩება. თითოეულ მოიჯარეზე ჩანს: დარიცხული, გადახდილი, ნაშთი.
უზრუნველყოფის თანხა ცალკე აღირიცხება — ვალდებულებაა და არა შემოსავალი.
დარიცხული თვიდან ფაქტურა მზადდება კომპანია-მოიჯარისთვის და rs.eaudit.ge-ით იგზავნება.
build.eaudit.ge → rent.eaudit.ge
თუ კორპუსს build.eaudit.ge-ში მართავთ, გაუყიდავი კომერციული ფართები rent.eaudit.ge-ში გადმოვა — ხელახლა შეყვანა არ დაგჭირდებათ.
ბუღალტერია
გატარებები ელიტ აუდიტის ბუღალტრული წესების კრებულს ეყრდნობა. ბუღალტერი ამოწმებს და ატარებს Fin Hub-ში — აქედან არაფერი ტარდება მისი თანხმობის გარეშე.
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 1410 მოთხოვნა მოიჯარეზე | 6190 სხვა საოპერაციო შემოსავალი (იჯარა); 3330 დღგ |
| დებეტი | კრედიტი |
|---|---|
| 1210 ბანკი | 1410 (ვალი); ზედმეტი — 3120 ავანსი + 3330 |
როგორ მუშაობს
ან გადმოიტანეთ build.eaudit.ge-დან.
მოიჯარე, ვადა, ქირა, დეპოზიტი.
ქირა დაირიცხება, ფაქტურები მომზადდება, ბუღალტერი Fin Hub-ში ნახავს.